25 ოქტომბერი 2020,   08:48
ვრცლად
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ხვალ პარლამენტის შენობაში ერთობლივი ბრიფინგით გაიხსნება

საქართველოს დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავზე პირველად ქვეყნის ისტორიაში თბილისი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. ეს ღონისძიება თავად ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან, პარტნიორ ქვეყანასთან განსაკუთრებული დაახლოებისა და თანამშრომლობის სიგნალია. სწორედ ამიტომ 28 ქვეყნის საპარლამენტო ლიდერები, უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტები და ნატო-ს უმაღლესი ხელმძღვანელები, 3 დღის მანძილზე თბილისში მსოფლიო უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრებენ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ერთობლივი დეკლარაციის მიღებაც იგეგმება, სადაც ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ იქნება ჩანაწერი.

ხვალინდელი საზეიმო გახსნის შემდეგ საპარლამენტო ასამბლეის სესიები ჰუალინგის შენობაში გაიმართება. თბილისის ფორუმში მონაწილეობა ნატო-ს გენერალურ მდივანს იანს სტოლტენბერგს უნდა მიეღო, თუმცა, ბრიუსელში დაგეგმილი სამიტის გამო საქართველოში ალიანსიდან გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერი ჩამოვა.

დღის ამბები