18 აპრილი 2024,   07:23
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" წევრებმა მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს 

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ლიდერებმა მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. პარტიის წევრებმა მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე მისალოცი ფლაიერები დაარიგეს.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ გარდა იმისა, რომ ეს საზეიმო დღეა, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობის დღე. ამ დამოუკიდებლობას სჭირდება შენარჩუნება, სჭირდება ადამიანების კეთილდღეობა, ადამიანების იმედი და ის, რომ ეს ადამიანების, ვისაც დღეს ჩვენ ვულოცავთ თვალჩამქრალები და იმედგაცრუებულები არ იყვნენ, არამედ ისინი ხედავდნენ ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნის პერსპექტივას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები