25 აპრილი 2024,   07:56
ვრცლად
"ენმ"-ში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გამართეს

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო მიღება გამართეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ცენტრალურ ოფისში შეიკრიბნენ პარტიის წევრები და ყოფილი ჯარისკაცები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობდნენ. მათ წუხილი გამოთქვეს იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის დღე სამხედრო აღლუმის გარეშე აღინიშნება.

“მე მინდა ვუსურვო საქართველოს ყველა პატრიოტ მოქალაქეს, რომ ამ აღდგენის 100 წლისთავს მომავალ წელს შეხვდეს, მართლაც გათავისუფლებულ საქართველოში, სადაც იქნება ის ხელისუფლება, რომელსაც არ შერცხვება ამ დღის, რომელსაც არ ეთაკილება 26 მაისი“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ბიბილაშვილმა.

დღის ამბები