25 აპრილი 2024,   21:29
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის წევრებმა ბულგარეთის დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველოს პარლამენტის წევრებმა ბულგარეთის დელეგაციას უმასპინძლეს. პარლამენტში შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარებაზე ისაუბრეს. თუმცა, შეხვედრის ძირითადი ნაწილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ჩატარების მნიშვნელობას დაეთმო.

ბულგარელმა დეპუტატებმა ქართულ მხარეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

„საუბრის თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იყო და ის შესაძლებლობები, რომელიც თქვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლის შემდეგ გაეხსნა. ქართველებს ახლა უფრო მარტივად შეუძლიათ გადაადგილება, ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება. ასევე, ჩვენ აქ ვიმყოფებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, მითუმეტეს, რომ ეს ვიზიტი თქვენს დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა,“ - განაცხადა ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, კრისტოფ გაჯევმა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საუბარი საპარლამენტო ფორმატში ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერებას შეეხებოდა.

„ძირითადი საკითხები ეხებოდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეას და სრული მხარდაჭერა გამოთქვა ბულგარეთის დელეგაციამ ჩვენი ძირითადი მიმართულებების მიმართ, რაც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია,“ - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსთვის სიმბოლურია, რომ ასამბლეა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იმართება.

დღის ამბები