23 აპრილი 2024,   20:16
ვრცლად
მსოფლიო კინოს, შოუ ბიზნესის და სპორტის ვარსკვლავები შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

მსოფლიო კინოს, შოუ ბიზნესის და სპორტის ვარსკვლავები შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. ისინი კანში შეიკრიბნენ, სადაც საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ტრადიციული ე.წ. ამფარის გალა საღამო გაიმართა.

ყოველწლიური საქველმოქმედო ღონისძიება წითელი ხალიჩით გაიხსნა და საქველმოქმედო აუქციონით გაგრძელდა. ორგანიზატორების განცხადებით, საქველმოქმედო საღამოზე 190 მილიონ დოლარზე მეტი მოგროვდა.

ეს თანხა შიდსისა და აივ ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადაირიცხება და ამ საშიში ინფექციების პრევენციას და სამედიცინო კვლევებს მოხმარდება.

დღის ამბები