25 აპრილი 2024,   06:15
ვრცლად
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გალა კონცერტით დასრულდება

26 მაისი, რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, გამოფენები და სახალხო სეირნობა - ქვეყანა დამოუკიდებლობას ზეიმობს. საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღს დედაქალაქსა და რეგიონებში დილიდან აღნიშნავენ. დღევანდელი დღე კი გალა-კონცერტით დასრულდება. დღესასწაულის დასკვნითი ეტაპი თბილისში ვარდების მოედანზე 9:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებიან.

“საქართველო ის ქვეყანა სადაც თავისუფლებას სულ ბრძოლით ვაღწევთ ჩვენი მცირე რაოდენობის გამო. მინდა მივულოცო დამოუკიდებლობა ჩვენს აფხაზ ძმებს, ოს ძმებს, სამაჩაბლოს, აფხაზეთს და დადგება დრო ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ამ დღეს“ - განაცხადა მუსიკოსმა დათო ევგენიძემ.

რუსთაველის გამზირზე, ასევე წარმოდგენილი საქართველოში წარმოებული ნივთები.

“ეს ყველაფერი არის საქართველოში დამზადებული და ტექნო პარკის ბაზაზე, რასაც აქ ხედავთ და ვფიქრობ ეს დამწყები ბიზნესმენებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და კარგი ღონისძიებაა“ - აღნიშნა კომპანია პამაქელას წარმოადგენლემა ქეთევან რატიანმა.

დღის ამბები