24 აპრილი 2024,   19:32
ვრცლად
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე მსჯელობს

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ თბილისში მუშაობა უკვე დაიწყო. ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომა ამ წუთებში იწყება. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, ისინი იმსჯელებენ იმ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის.

“ძალიან ღიად, თავისუფლად ვმსჯელობთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე და იმ შესაძლებლობებზე, თუ როგორ შეიძლება ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტარებმა მხარი დაუჭირონ საქართველოს,“ - განაცხადა სესიაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, ეს არის კარგი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის აქტუალიზაციისთვის.

“ეს არის კარგი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის პრობლემების, პირველ რიგში ტერიტორიული მთლიანობის და დევნილთა საკითხის აქტუალიზაციისა მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე, რომელიც სამწუხაროდ დაქვეითებულია და რა თქმა უნდა აქტუალიზაცია ჩვენი ნატო-ში გაწევრიანებისა,“ - აღნიშნა კანდელაკმა.

დღის ამბები