19 აპრილი 2024,   02:43
ვრცლად
ბრიტანეთმა აშშ-სთან დაზვერვის ინფორმაციის გაცვლის პროცესი განაახლა

ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან დაზვერვის ინფორმაციის გაცვლის პროცესი განაახლა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ვაშინგტონმა გარანტია მისცა ლონდონს, რომ საიდუმლო მონაცემები მედიაში აღარ გავრცელდება.

ნიუ იორკ თაიმსმა ბრიტანეთის დაზვერვის მიერ მოპოვებული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც მანჩესტერის ტერაქტის ადგილას იყო გადაღებული. ამის გამო ლონდონმა ვაშინგტონთან დაზვერვის მონაცემების გაცვლის პროცესი შეაჩერა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდამსხმელი სირიაში აისის-ის ბაზაზე იმყოფებოდა და ტერორისტული ქსელის წევრი იყო. ტერაქტთან დაკავშირებით მანჩესტერში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს.


დღის ამბები