19 აპრილი 2024,   21:33
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღე და მილოცვები ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან

დამოუკიდებლობის დღის მთავარი თემა დღეს ვეფხისტყაოსანი იყო. რუსთაველის გამზირზე მისულ სტუმრებს პარლამენტის შენობის წინ ვეფხისტყაოსნიდან ქაჯეთის ციხის იმიტაცია, რაინდობისა და მიჯნურობის ხეივანი დახვდათ.

შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ქვეყნის მთავარ გამზირზე პოემის სხვადასხვა ენაზე არსებული ეგზემპლარი და აფორიზმების სტენდები იყო წარდგენილი.

გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებთან ერთად საერთო სახალხო სეირნობაში მიიღო მონაწილეობა. რუსთაველის გამზირზე შვილთან ერთად იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრიც.

რუსთაველის გამზირზე მისულ წყვილებს ღია ცის ქვეშ ხელის მოწერაც შეეძლოთ. რუსთაველის გამზირზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა თბილისის მერი დავით ნარმანია.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო მიღება გამართეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ევროპული საქართველოს ლიდერებმა მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და პარტიის წევრებმა მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე მისალოცი ფლაიერები დაარიგეს.

დღის ამბები