20 აპრილი 2024,   07:41
ვრცლად
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა და საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღების მოლოდინში

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერების კიდევ ერთი ღია მხარდაჭერა საქართველოს. დღეს დილით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაკეთებულ განცხადებებში ევროპელმა პოლიტიკოსებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და აღნიშნეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება.

რუსთავი 2-ის კითხვაზე პასუხად პაოლო ალიმ რეგიონში რუსულ საფრთხეებზეც ისაუბრა. ნატო-საქართველოს საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომა დღეს მედიისთვის დახურული იყო.

4 დღის განმავლობაში ქართული თავდაცვის საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტებზე, ოკუპირებული რეგიონებისთვის გამიზნულ სტრატეგიაზე, რუსეთის სამხედრო მოდერნიზაციასა და შავი ზღვის რეგიონზე, ავღანეთსა და სირიაზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა სესიის ფარგლებში იმსჯელებს. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.

საკომიტეტო მოსმენების პარალელურად დელეგაციები ორმხრივ ფორმატშიც ხვდებიან. საქართველოს გარდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ნატო-ს არაწევრ ქვეყნებში დღემდე მხოლოდ ოთხჯერ ჩატარდა და ოთხივე ქვეყნა დღეს უკვე ნატო-ს წევრია.

დღის ამბები