19 აპრილი 2024,   08:12
ვრცლად
რეიდები მანჩესტერში და მოსახლეობის ევაკუაცია ქალაქის სამხრეთ რაიონში

დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე კრიტიკულიდან სერიოზულამდე დაწიეს. პრემიერმინისტრ ტერეზა მეის განცხადებით, გადაწყვეტილება მანჩესტერის ტერაქტის ეფექტური გამოძიების საფუძველზე მიიღეს.

სამხედროებს, რომლებიც თავდასხმის შემდეგ სტრატეგიულ ობიექტებს იცავენ, ორშაბათს ღამით უკან გაიწვევენ. მანჩესტერში კი რეიდები ამ დრომდე გრძელდება.

დღეს პოლიციამ ქალაქის სამხრეთ რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. თვითმხილველების ცნობით, სამართალდამცველებმა საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს და 3 ადამიანი დააკავეს.

ინფორმაცია 2 ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ მანჩესტერის პოლიციამ დღეს დილითაც გაავრცელა.

დღის ამბები