25 აპრილი 2024,   16:29
ვრცლად
სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი გასაუბრება - კომისიის წევრები სუბიექტურ დამოკიდებულებას უარყოფენ

სტრასბურგის მოსამართლეობის 7-მა პოტენციურმა კანდიდატმა გასაუბრება გაიარა. შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი იუსტიციის სამინისტროში დილიდან მიმდინარეობს. გასაუბრებას თეა წულუკიანი უძღვება.

არაობიექტურობისა და გაუმჭვირვალობის მოტივით კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა გიორგი პაპუაშვილმა. კრიტიკული განცხადებები ისმოდა იურისტის, დავით ჯანდიერისგანაც, თუმცა მან დღეს გასაუბრება გაიარა.

ჯანდიერმა აღნიშნა, რომ ძირითადად კომისიაში მყოფი მმართველი გუნდის წარმომადგენლები მას ეკითხებოდნენ, ხდება თუ არა მისი აფილაცია რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. მან ასევე გააკრიტიკა კომისიის ზოგიერთი წევრი. 

სტრასბურგის მოსამართლეობის სხვა კანდიდატებს კომისიის სუბიექტურობასთან დაკავშირებით ეჭვები არ ჰქონიათ.

სახალხო დამცველმა განმარტა, რომ კომისიის წევრების მხრიდან კანდიდატების მიმართ კეთილგანწყობაა. მან აღნიშნა, რომ კითხვების ძირითადი ნაწილი კანდიდატების პროფესიულ გამოცდილებას შეეხებოდა, თუმცა იყო გამონაკლისებიც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ოპონენტები კონკურსის იმიჯის დაზიანებას ცდილობენ, რაც მისთვის მიუღებელია. თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მთავარი ამოცანაა, რომ კარგი სია გადაიგზავნოს სტრასბურგის სასამართლოში.

კანდიდატებთან გასაუბრება იუსტიციის სამინისტროში ხვალაც გაგრძელდება. კომისია 23 პოტენციური კანდიდატიდან 5-ს შეარჩევს, რომელსაც მთავრობას წარუდგენს. აქ შერჩეული 3 კანდიდატის მონაცემები კი სტრასბურგის სასამართლოში გადაიგზავნება. 

დღის ამბები