ავღანეთში თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა ქალაქ ხოსტის ცენტრში, სამხედრო ბაზის მახლობლად ააფეთქა.
თავდასხმის სამიზნე ავღანელი სამხედროები იყვნენ, რომლებიც რეგიონში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მუშაობენ. თავდასხმის შედეგად საავადმყოფოში 8 დაშავებული გადაიყვანეს, მათ შორის ორი ბავშვი.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო. თავდასხმა მუსლიმების წმინდა თვის, რამადანის დაწყების პირველ დღეს დაემთხვა.