25 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
26 მაისი ავიაციის გარეშე - პილოტებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირი ფეხით გაიარეს

საჰაერო ძალების დანაყოფის პილოტებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირი ფეხით გაიარეს. თავდაცვის უწყება ამის მიზეზად დედაქალაქის უსაფრთხოებას ასახელებს, რადგან ქვეყნის საავიაციო პარკში მხოლოდ იროკეზის ტიპის ვერტმფრენებია დარჩენილი. ერთძრავიანი საფრენი აპარატების მისი ქალაქზე გადაფრენა კი, მათი თქმით, არ არის რეკომენდებული.

2016 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად პილოტებმა სწორედ იროკეზებით იფრინეს.

საპარლამენტო ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება არამხოლოდ სამხედრო ავიაციას, არამედ ყურადღებას არც შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებს აქცევს.

რეფორმებისა და შემცირებების ხარჯზე საქართველომ უკვე დაკარგა 10-მდე საუკეთესოდ მომზადებული პილოტი. თვითმფრინავისა და ვერტმფრენის გარეშე დარჩენილი სპეციალისტები ახლა აფრიკის ქვეყნების ცაში დაფრინავენ.

დღის ამბები