20 აპრილი 2024,   00:50
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" პირველ ყრილობაზე პარტიის ხელმძღვანელი ორგანო აირჩიეს

ახალი პოლიტსაბჭო, ახალი თავმჯდომარე, ახალი გენერალური მდივანი და ახალი სახელწოდება - ასე დასრულდა დღეს სპორტის სასახლეში ევროპული საქართველოს პირველი პარტიული ყრილობა.

სწორედ ამ ყრილობით დაიწყო ევროპულმა საქართველომ ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება. ასევე დღეს გადაწყდა, რომ პარტიის სახელით თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება.

დავით ბაქრაძეს დელეგატებმა პარტიის ახალი თავმჯდომარის პოსტზე მხარი ერთხმად დაუჭირეს. კანდიდატები დელეგატებმა ხმის მიცემით აირჩიეს. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე უმეტესობამ მხარი გიგა ბოკერიას დაუჭირა. გენერალურ მდივნად კი - გიგი უგულავა დასახელდა.

ყრილობაზე დასასწრებად ევროპული საქართველოს მხარდამჭერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ.

ევროპული საქართველოს ყრილობაზე მოწვეული სტუმრის სტატუსით კონკურენტი პარტიის წარმომადგენელიც გამოჩნდა. მამუკა კაციტაძის განცხადებით, მრავალპარტიული პოლიტიკური სპექტრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ის ნებისმიერი ახალი ძალის გამოჩენას მხარს უჭერს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები