18 აპრილი 2024,   21:51
ვრცლად
ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად გასაუბრება ხვალ გაგრძელდება

ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი იუსტიციის სამინისტროში დილიდან მიმდინარეობდა. გასაუბრებას თეა წულუკიანი უძღვებოდა. დღეს გასაუბრება სტრასბურგის მოსამართლეობის 7-მა პოტენციურმა კანდიდატმა გაიარა.

იურისტ დავით ჯანდიერისგან განსხვავებით, სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველ სხვა კანდიდატებს კომისიის სუბიექტურობასთან დაკავშირებით კითხვები და ეჭვები არ ჰქონიათ.

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად გასაუბრება იუსტიციის სამინისტროში ხვალაც გაგრძელდება. კომისია 23 პოტენციური კანდიდატიდან 5-ს შეარჩევს, რომელსაც მთავრობას წარუდგენს. აქ შერჩეული 3 კანდიდატის მონაცემები კი სტრასბურგის სასამართლოში გადაიგზავნება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები