20 აპრილი 2024,   13:46
ვრცლად
თბილისის მერია არის კორუფციის ჭაობში - საკრებულოს ოპოზიცია მერია-ფარცხალაძის სავარაუდო კორუფციულ სქემაზე

„ნაკლები ოპტიმიზმი მაქვს ამასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურის მხრიდან მოყვება რეაგირება ამ საქმეს,“ - ასე აფასებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მარიკა დათუკიშვილი, განსხვავებული აქცენტების ეთერში მერიასა და ყოფილ პროკურორს შორის არსებულ სავარაუდო კორუფციულ გარიგებას.

მარიკა დათუკიშვილმა ნაზღაიძის გამოცდილება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ პროკურატურაში წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, არცერთი მათგანი არ გამოუკითხავთ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, დათუკიშვილის პოზიციას იზიარებს და პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყების იმედი არ აქვს.

„დღეს ფაქტია, რომ თბილისის მერია არის კორუფციის ჭაობში. დღეს ფაქტია, რომ ნარმანია და მისი მთავრობა ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის, ინტერესების გამტარებელი და შემსრულებელია,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

 

დღის ამბები