20 აპრილი 2024,   20:04
ვრცლად
ნარმანიას დანიშვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსად იქნება საზოგადოების დაცინვა - მარინა დათუკიშვილი

„ნარმანიას დანიშვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსად იქნება საზოგადოების დაცინვა,“ - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში განაცხადა.

ოპოზიციის წევრმა დედაქალაქის მერი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სამი წლის განმავლობაში მან რამდენიმე მილიონი დახარჯა, თუმცა ეს დედაქალაქის განვითარებაზე არ ასახულა.

„ჩვენ ვნახეთ ნარმანიასგან დარგული მილიონზე ცოტა ნაკლები ჯოხი, რომელიც ვერასოდეს იქცევა ხეებად,“ - აღნიშნა დათუკიშვილმა.

მან ქართული ოცნებიდან თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძის შესაძლო წარდგენაზეც გააკეთა კომენტარი.

 „თბილისის მერია ნარმანიას ახლობელ-მეგობრების ნაცვლად იქცევა კალაძის ახლობელ-მეგობარ-ნათესავ-ოჯახის წევრების დასაქმების ბიუროდ,“ - განაცხადა დათუკიშვილმა.

 

 

დღის ამბები