19 აპრილი 2024,   14:06
ვრცლად
კალაძეს აქვს ძალიან ბევრი ფული და შეეცდება თავისი ფულის დახარჯვას - მამუკა ახვლედიანი მერობის კანდიდატებზე საუბრობს

„სავარაუდოდ, მისი კანდიდატურის დასახელება არ მოხდება იმიტომ, რომ იგი გახლავთ ყველაზე არაპოპულარული, უნიათო და არაფრის მთქმელი მერი,“ - ასე აფასებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, დავით ნარმანიას კანდიდატურის დასახელებას თბილისის მერის არჩევნებზე.

მამუკა ახვლედიანმა დავით ნარმანია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქალაქის მერს თვით ქართული ოცნების დეპუტატებიც კი „ქილიკით“ მოიხსენიებენ.

საკრებულოს წევრი კახი კალაძის კანდიდატურის დასახელებას ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს. მან აღნიშნა, რომ მისი პარტიისთვის არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი გუნდი ვის დაასახელებს მერობის კანდიდატად, რადგან მათი გუნდიდან ელენე ხოშტარია უკონკურენტოა.

„შესაძლებელია, უფრო ძლიერი კონკურენტი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, იმიტომ, რომ კახი კალაძეს აქვს ძალიან ბევრი ფული და შეეცდება თავისი ფულის დახარჯვას. თუმცაღა, ჩვენ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ქართულ ოცნებას თბილისელები აღარასდროს დაუჭერენ ხმას,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. 

დღის ამბები