24 აპრილი 2024,   15:50
ვრცლად
დონალდ ტრამპი "კლიმატის შესახებ" პარიზის შეთანხმებიდან გასვლას გეგმავს

დონალდ ტრამპი კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გასვლას გეგმავს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო კვირას მიიღებს, თუმცა მის გარემოცვაში აცხადებენ, რომ ქვეყანა ამ შეთანხმების მონაწილე აღარ იქნება.

პარიზის შეთანხმებას, რომელიც გლობალური დათბობისა და კლიმატის კატასტროფის თავიდან აცილებას ემსახურება, დონალდ ტრამპი ფიქციად მიიჩნევს. ამ თემაზე მას საუბარი ჰქონდა დიდი შვიდეულის ლიდერებთან. ემანუელ მაკრონის თქმით, ყველა ლიდერმა მას გეგმის შეცვლისკენ მოუწოდა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ. იგივე მოთხოვნით სიციალიაში აქცია მოაწყვეს ანტიგლობალისტებმაც. მრავალათასიანი დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებით და დაკავებებით დასრულდა.

დღის ამბები