19 აპრილი 2024,   15:36
ვრცლად
"საქართველო აღარ არის პოსტ-ქვეყანა - პრემიერმა ბრატისლავაში რუსეთის წარმომადგენლებს უპასუხა

მეზობლები მტრებად არ უნდა აქციო - ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის წარმომადგენლებს უპასუხა, მოსკოვის რიტორიკა გააკრიტიკა და საქართველოში ინტერვენციაზე ისაუბრა.

“საქართველო აღარ არის პოსტ-ქვეყანა. დროა, დავივიწყოთ ეს "პოსტ" კლიშეები. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ყველა გაგებით შეიძლება ვუწოდოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა. საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი და ამ მხრივ ბევრ ევროპულ სახელმწიფოსაც ვუსწრებთ. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო. მსოფლიო ბანკის რეიტინგის თანახმად, ამ მხრივ ჩვენ მე-16 ადგილზე ვართ მსოფლიოში. Heritage Foundation-ის თანახმად, ჩვენი ეკონომიკა მე-13 ადგილზეა მსოფლიოში თავისუფლების თვალსაზრისით. ჩვენი მაჩვენებლები ყოველწლიურად უმჯობესდება. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტები, ხოლო კანონის უზენაესობა ყოველწლიურად ძლიერდება. ჩვენ ზედმიწევნით მივყვებით ჩვენს ასოცირების დღის წესრიგს და მის სამოქმედო გეგმას. ასე რომ, საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ნატო-სკენ სწრაფვის წინააღმდეგ გამოსვლა სრულიად ალოგიკურია, რადგანაც ჩვენი მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ნატო-ში ინტეგრაციას, ხოლო ევროინტეგრაციას მხარს უჭერს 80 პროცენტზე მეტი. ჩვენ ვემხრობით ღირებულებებზე დაფუძნებულ ინტეგრაციას. გვჯერა, რომ ეს მიზნები მიღწეული იქნება თანმიმდევრული და მიზანმიმართული შრომის შედეგად.

"რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. რას წარმოადგენს საქართველო რუსეთისთვის? სწორედ ეს არის მთავარი კითხვა. როგორია საქართველოს რუკა? რომელ ქვეყანაზე ლაპარაკობს რუსეთი? ესაა მთავარი კითხვები. ბოდიში, მაგრამ ფრაზა ეკონომიკური ზრდის დაბალი სიჩქარის შესახებ იქ, სადაც სტაბილურობას ძირს უთხრის რუსეთის მხრიდან ინტერვენცია, ძალიან სარკასტულად ჟღერს,“ - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები