23 აპრილი 2024,   20:07
ვრცლად
სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს კითხვები "რუსთავი 2"-ზე დაუსვეს

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ კომისიის წევრების შეკითხვებს საკონსტიტუციო სასმართლოს ყოფილმა მოსამართლემ, კონსტანტინე ვარძელაშვილმა უპასუხა.

იგი აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ძირითადად რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით ინტერესდებოდა, რაც ვარძელაშვილის თქმით მას კითხვებს უჩენს და გარკვეულ ეჭვებს ბადებს.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე აცხადებს, კომისია დაინტერესდა იყო თუ არა რუსთავი 2-ის საქმეზე გარკვეული საკანონმდებლო ნორმების შეჩერება პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება.

ვარძელაშვილის თქმით, მას გარკვეული ეჭვები ჰქონდა, რომ კომისიის წევრების ნაწილი მის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი, თუმცა ამ ფორმით კონკრეტული საქმეებით დაინტერესებას არ ელოდა. 

დღის ამბები