25 აპრილი 2024,   20:03
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატის ვინაობა ცნობილია

სტრასბურგის სასამართლოს მოსამანრთლეობის 5 კანდიდატის ვინაობა ცნობილია - გასაუბრება იუსტიციის სამინისტროში ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

კომისია მთავრობას ლადო ჭანტურიას (5 ქულა), სოფიო ჯაფარიძის (4.69 ქულა), შოთა გეწაძის (3.85 ქულა), თამარ ალანიასა (3.77 ქულა) და ირაკლი დონდოლაძის (3.69 ქულა) კანდიდატურებს წარუდგენს.

კომისია 2 დღის განმავლობაში მოსამართლეობის მსურველ 23 კანდიდატს გაესაუბრა. კომისიის წევრებს კანდიდატებთან შეკითხვები მათ საქმიანობაზე ჰქონდათ.

თეა წულუკიანი ერთ-ერთ კანდიდატთან, კონსტანტინე ვარძელაშვილთან საუბრისას რუსთავი 2-ის თემითაც დაინტერესდა.

დანარჩენ 18 კანდიდატს შორის ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

იოსებ ბაჩიაშვილი  - 3,46

კონსტანტინე კორკელია - 3,07 

ნინო ბაქაქური - 2,61 

ქეთევან მესხიშვილი -2,53

ლევან მესხორაძე - 2,46

დავით ჯანდიერი   - 2,38

ბესარიონ ბოხაშვილი 2,30

თამარ ალექსიძე -2,07

კონსტანტინე ვარძელაშვილი -2,07

ვერა დობორჯგინიძე - 2,07

ერიკ სვანიძე -2 

მაია კვირიკაშვილი - 1,92 

თამარ გაბისონია - 1,84

ირაკლი ადეიშვილი -1,69

რუსუდან კემულარია -1,69

ნიკოლოზ ლეგაშვილი  - 1,69 

ლუიზა ხითარიშვილი -1,30

ნატალია გელაძე  -  1

დღის ამბები