24 აპრილი 2024,   11:39
ვრცლად
კანში რიგით 70-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინეს

კანში რიგით 70-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინეს. საიუბილეო კინოფესტივალის რჩეულის ვინაობა ჟიურის თავმჯდომარე პედრო ალმადოვარმა მსახიობ ჟულიეტ ბინოშთან ერთად გამოაცხადა.

დაჯილდოების რიგით 70-ე ცერემონიაზე მთავარი პრიზი ოქროს პალმის რტო შვედი რეჟისორის ფილმს კვადრატს ერგო, რომელიც განქორწინებული მამისა და მუზეუმის მცველის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. საუკეთესო ფილმის ავტორმა, რუბენ ესტლუნდმა ჟიურის მიმართ მადლიერება სცენაზე მხოლოდ ემოციებით გამოხატა, განცხადება კი ცერემონიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

დაჯილდოების საღამომდე კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ ფავორიტად კინოკრიტიკოსები სოფია კოპოლას ფილმს მოტყუებულს მიიჩნევდნენ, თუმცა კოპოლა ამჯერად საუკეთესო რეჟისორის ტიტულს დასჯერდა, თუმცა, ის ცერემონიას არ დასწრებია. შოუ ასევე გამოტოვა მისი ფილმის მთავარმა გმირმა ნიკოლ კიდმანმაც, რომელსაც კანის 70-ე კინოფესტივალის სპეციალური ჯილდო ერგო.

კანის კინოფესტივალის 9 კაციანმა ჟიურიმ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ხოაკინ ფენიქსს მიანიჭა, ქალებს შორის საუკეთესო მსახიობად კი დაიან კრიუგერი აღიარეს.

ცერემონიის დაწყებამდე კინოფესტივალის მონაწილეებმა და სტუმრებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს. საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპირო კინომოყვარულებს ერთი წლით დაემშვიდობა.

დღის ამბები