19 აპრილი 2024,   15:11
ვრცლად
"ენმ" მთავრობას განათლების ხარისხის ასამაღლებლად გამოსავალს სთავაზობს

ნაციონალური მოძრაობა მთავრობას განათლების ხარისხის ასამაღლებლად კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდებს. პარტიაში განმარტავენ, რომ აუცილებელია დაფინანსების გაზრდა, პედაგოგთა ხელფასების გადახედვა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობით ვითარება საგანგაშოა.

„ამ ფორმატით უკვე არარელევანტურია გამოსაშვები გამოცდების ჩატარება და ის უნდა გაუქმდეს. სამინისტრომ მოახდინოს არსებული პროექტების დიაგნოსტირება და სისტემის გაჯანსაღებისთვის სასწრაფოდ გააორმაგოს კოლების დაფინანსება,“ - განაცხადა ენმ-ს წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა. 

დღის ამბები