25 აპრილი 2024,   08:39
ვრცლად
საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილთა რაოდენობის შემცირებისთვის გამოსავალს განათლების მინისტრი პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზაციაში ხედავს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, ქვეყანაში განათლების ხარისხთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის პრეტენზიებს პასუხობს. მისი თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში გაცილები მეტ მოსწავლეს სურს, ატესტატის აღება.

ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებისთვის უმჯობესია პროფესიული განათლების მიღება, ეს კი გამოცდებზე ჩაჭრილთა რაოდენობას მკვეთრად შეცვლის.

„ჩვენთან არის არაჯანსაღად მაღალი რაოდენობა მოსწავლეების, რომლებიც ცდილობენ, რომ 12 კლასის ატესტატი აიღონ და უმაღლეს სასწავლებელში ისწავლონ. ანუ გერმანიაში თუ ეს რაოდენობა არის 40 პროცენტი, ჩვენთან არის 80. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში პროფესიული განვითარების პოპულარიზაციის ზრდა, რაც ყოველწლიურად ხდება, ნელ-ნელა შეამცირებს ამ 12 კლასის ატესტატის აუცილებლობას,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები