24 აპრილი 2024,   08:03
ვრცლად
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრს ეწვია

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრს ეწვია. თავდაცვის მინისტრმა როუზ გოტუმიულერს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, აღნიშნავს, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მიესალმება პროცესს, რომელიც ქართული შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის გაძლიერებს და ნატო-სთან მიახლებას მოიცავს.

როუზ გოტმიოლერმა საქართველოს გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ალიანსის მნიშვნელოვან პარტნიორად დაასახელა.

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელი, აღნიშნავს, რომ საქართველოს მისწრაფება ნატო-ში გაწევრიანებისთვის ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. 

დღის ამბები