18 აპრილი 2024,   15:56
ვრცლად
საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია - უმრავლესობა ალიანსში გაწევრიანების სხვა შესაძლებლობაზე ალაპარაკდა

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას ნატო-ს 28 წევრი ქვეყნის დელეგაციის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა. ოფიციალური თბილისი მიიჩნევს, რომ ალიანსმა დეკლარაციაში აქცენტი, საოკუპაციო ხაზთან მოქალეების გადაადგილების უფლების აუცილებლობაზეც უნდა გააკეთოს.

დოკუმენტში და ოფიციალურ განცხადებებშიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ხელისუფლებას დღეს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდა. ასამბლეა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტისგან მედია პლურალიზმის შენარჩუნებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას ითხოვს.

ალიანსის საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციასაც მიმართავს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას თხოვს.

ალიანსში ინტეგრაციას, რომ რეფორმების გაგრძელება ჭირდება ამაზე დღეს ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც მიანიშნებდნენ. უმრავლესობა კი წევრობის სამოქმედო გეგმის ე.წ. მაპის გვერდის ავლით, ალიანსში გაწევრიანების სხვა შესაძლებლობაზე ალაპარაკდა.

საპარლამენტო ასამბლეის დასრულების შემდეგ, ალიანსის სხავადასხვა ქვეყნის დელეგაციების წევრებთან ოპოზიციურმა პარტიებთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. 

დღის ამბები