20 აპრილი 2024,   19:45
ვრცლად
არასამთავრობო სექტორის მიერ სასამართლო სისტემის კრიტიკას ოპოზიცია მხარს უჭერს

არასამთავრობო სექტორის მიერ სასამართლო სისტემის კრიტიკას ოპოზიცია მხარს უჭერს. პოლიტიკოსები ხელისუფლებას არა მხოლოდ სასამართლო სისტემის რეფორმის ჩავარდნაში, არამედ მთლიანად მის ხელში ჩაგდების მცდელობაშიც ადანაშაულებენ.

უმცირესობის წევრები სასამართლოში საკითხების პოლიტიზირებასა და კლანურ მმართველობაზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ სისტემაში პირველ რიგში დანიშვნების პროცესი უნდა შეჩერდეს.

პარტიების ლიდერები იზიარებენ მოთხოვნებს, სამუშაო ჯგუფების შექმნის და იუსტიციის საბჭოს უფლებების შეკვეცის შესახებ.

ოპოზიცია მზად არის, არასამთავრობო ორგანიზაციებს კონკრეტული ქმედებებითაც დაეხმაროს.

მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნის გამო, მწვავე კრიტიკის მოსმენა მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროსაც მოუხდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები