19 აპრილი 2024,   17:53
ვრცლად
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის საკუთრებაში გადაცემაზე შეზღუდვები დაწესდება - შეფასებები და კრიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე თბილისში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების აკრძალვა იყო.

ერთ-ერთი ყველაზე სადაო საკითხი კონსტიტუციიის პროექტში მმართველმა პარტიამ მაინც შეიტანა. უკვე მზად არის საკანონმდებლო პაკეტიც, რომელიც უცო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის შესახებ დეტალებს არეგულირებს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის საკუთრებაში გადაცემაზე შეზღუდვები რამდენიმე მიმართულებით დაწესდება.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი მიწის მესაკუთრე იმ შემთხვევაში გახდება, თუ მიწა ან მემკვიდრეობით აქვს მიღებული, ან ის საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების პერიოდში აქვს მოპოვებული.

უმრავლესობის მიერ ინიცირებული პროექტი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მიწის მესაკუთრედ გახდომას იმ შემთხვევაშიც უშვებს, როდესაც მას ქვეყანაში მუდმივი ცხოვრებისა და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა აქვს.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების პარალელურად, ოპოზიცია და მესამე სექტორი იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომელიც მიწის შესახებ ჩანაწერს მოჰყვება. მთავრობის ოპონენტების პროგნოზი - ბიზნესისთვის დამატებითი პრობლემები და დაკარგული ინვესტიციებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები