23 აპრილი 2024,   12:16
ვრცლად
საქართველო კლიმატის მწვანე ფონდის შეხვედრას მასპინძლობს

საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის კლიმატის მწვანე ფონდის შეხვედრას მასპინძლობს.

დაგეგმილია მხარეებისთვის ფონდისთვის პროექტების მომზადებისა და წარდგენის პროცედურების გაცნობა.

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე გრიგალავას თქმით, კლიმატის მწვანე ფონდი არის გაეროს კლიმატის კონვენციის მთავარი ფინანსური მექანიზმი, რომელიც მის წევრ ქვეყნებს პროექტების განხორციელებაში ეხმარება. 

დღის ამბები