24 აპრილი 2024,   07:51
ვრცლად
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე - "ენმ" შს მინისტრისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადაყენებას ითხოვს

ნაციონალური მოძრაობა შს მინისტრისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადაყენებას ითხოვს. პარტიის წევრმა, სალომე სამადაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე ილაპარაკა. ენმ პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს.

"ხელისუფლების წარმომადგენელების განცხადებები სულ უფრო და უფრო აბსურდული ხდება. უმრავლესობის წარმომადგენლებს არ აქვთ ინტერესი, სიმართლე დაადგინონ. ის, რაც მოხდა, რაც არის ნათელი მაგალითი, რომ საქართველოში უშიშროების და უსაფრთხოების სისტემა ჩამოიშალა, არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. საქართველო ბნელ წარსულში ბრუნდება, როდესაც ქუჩიდან ხალხის გატაცება ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ამაზე პასუხი დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა აგოს... თუ მის გატაცებაში მონაწილეობდნენ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები, საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშულთან, რომელიც გამოძიებული უნდა იქნას. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი სპეცოპერაცია საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილების გარეშე ვერ ჩატარდებოდა," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. 

ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია დაზიანდა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გუშინ გაუჩინარდა. დღის ბოლოს კი გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება და სამართალდამცველებს ჰყავთ დაკავებული. მომხდარზე გამოძიება შს სამინისტრომ დაიწყო.

 

 
 
 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები