20 აპრილი 2024,   05:08
ვრცლად
სროლა საუდის არაბეთის სკოლაში - დაიღუპა 2 ადამიანი

საუდის არაბეთში, რიადის სკოლაში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ამის შესახებ Reuters წერს.

სამეფო სკოლის დირექტორის ცნობით, თავდამსხმელი სკოლის ყოფილი პედაგოგია, რომელიც 4 წლის წინ გაათავისუფლეს. მისი განცხადებით, მოკლულებს შორის ერთი წარმოშობით საუდის არაბეთიდან, ხოლო მეორე - პალესტინიდანაა.

საუდის არაბეთის სამეფო სკოლაში სასწავლო პროცესი ერთი კვირის წინ შეწყდა. აღსანიშნავია, რომ სასწავლებელში აშშ-ის მრავალი მოქალაქე სწავლობს. მომხდარის შემდგომ, ფაქტზე სპეციალური განცხადება საუდის არაბეთში აშშ-ის მისიის ოფისმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და ყველას მოუწოდა, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისგან თავი შეეკავებინათ.

სამართალდამცველებს სკოლის ტერიტორია ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ.

დღის ამბები