24 აპრილი 2024,   10:16
ვრცლად
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს აცხადებს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერის შეთავაზებას გამოეხმაურა.

მუსტაფევა აცხადებს, რომ მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება კატეგორიულად მიუღებელია. ის შოუს დადგმაზე საუბრობს.

„საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ დავთანხმდები, ეს ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი უნდა ვთქვა, რაც არ მინდა. ერთი წლის წინ ცხოვრების უფლება მოვითხოვე და მაშინ მიპასუხეს, რომ თქვენ სახიფათო საქმეებით ხარ დაკავებული და უარი მითხრეს. ახლა შეიცვალა რამე? აღარ ვარ საშიში? დიდი თხოვნა მაქვს, რომ ჟურნალისტის გატაცების ამბიდან შოუს ნუ დადგამენ, უმჯობესია სამართალდამცავებმა საქმე სათანადოდ გამოიძიონ.“ - აღნიშნა მუსტაფაევამ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღელემ და ადვოკატმა დღეს გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავება ნიაღვრის ქუჩაზე მოხდა. 

დღის ამბები