18 აპრილი 2024,   12:11
ვრცლად
ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შემდეგ პრემიები დარიგდა - ირაკლი კორძაია

სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ინტერვიუსას განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში პრემიები დარიგდა.

ირაკლი კორძაიას თქმით, რამდენიმე მილიონი ლარის პრემიები გაიცა და ეს იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის, დიმიტრი დარბაისელისთვის, ჯილდო.  

„პრემიები ქრონოლოგიურად მოჰყვა ამ გაყვანას. ეს იყო უზარმაზარი პრემიები, 45 ათასის ლარითაც გაიცა პრემიები, ჯამურად ორჯერ გაიცა ასეთი პრემიები, ჯამურად რამდენიმე მილიონ ლარზეა ლაპარაკი. ეს იყო ჯილდო დიმიტრი დარბაისელისთვის იმის სანაცვლოდ, რომ მან ეს მოქმედება ჩაატარა, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოყვანა. საუბარი იყო ჩვეულებრივ „ატკატებზე“. რომელიმე თანამშრომელზე გამოიწერა პრემია 37 ათასი ლარის ოდენობით, იქიდან მხოლოდ 2000 რჩებოდა ადამიანს და 35 ათასი დარბაისელთან მიდიოდა. სამინისტროში ამის შესახებ ყველა ლაპარაკობდა“, - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები