13 ივლისი 2020,   18:40
ვრცლად
მუხთარლისა და ჩაბუქის საქმეები არის ტვირთი ქვეყნის იმიჯისთვის - ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსი

ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსი "რუსთავი 2"-თან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთაქრლის და დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეებთან დაკავშირებით საუბრობს. მან აღნიშნა, რომ ორივე შემთხვევა ხელისუფლების იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს და აღნიშნული საქმეები დროულად უნდა გამოიძიონ.

„საქართველოს მთავრობამ უნდა ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება თბილისიდან აფგან მუხთარლის შესაძლო გატაცების შესახებ. გუშინ ვნახე ის ადგილები, საიდანაც შეიძლება ის გამქრალიყო და გვაქვს შეკითხვები რატომ არ აქვს მომხდარის გამოსახულებები არცერთ იმ კამერას, რომლებიც ადგილზეა დამონტაჟებული. გავიგე რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზეც კი არ მუშაობდა კამერები. ბევრი მიზეზია იმისთვის, რომ დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს და ვფიქრობ შსს-მ ეს საქმე არ უნდა გამოიძიოს. საქართველოს აქვს უკეთესი იმიჯი, ვიდრე უკრაინას და მოლდოვას, მაგრამ აფგან მუხთარლისა და მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეები არის ტვირთი ამ იმიჯისთვის. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის ინტერესია, რომ უკეთესი გზები გამოიყენოს ამის გამოსაძიებლად. დარწმუნებული ვარ, რომ აფგან მუხთარლიმ და მისმა მეუღლემ უნდა მიიღონ დაზარალებულის სტატუსი,“ - აცხადებს რებეკა ჰარმსი.

რებეკა ჰარმსი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების გადაწყვეტილების მიღებაში, გიულენის მოძრაობის სავარაუდო წევრობის ნაწილის არგუმენტად გამოყენება ვერ გაამართლებს.

„რაც შეეხება ჩაბუქის საქმეს, ის არის ერთ-ერთი იმ ადამიანებს შორის მთელ მსოფლიოში, რომლებიც ისჯებიან იმის გამო, რომ არიან გიულენის მოძრაობის ნაწილი ან მასთან დაახლოებული. დარწმუნებული ვარ, რომ მოძრაობის წევრობა არ არის დანაშაული და მოძრაობის წევრობა ვერ გაამართლებს საქართველოს მთავრობას, რომ ბატონი ჩაბუქი სახლში დააბრუნოს. თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში, ამ ადამიანებს ვერ ექნებათ სამართლიანის სასამართლოსა და კანონის უზენაესობის მოლოდინი,“ - აცხადებს რებეკა ჰარმსი. 

დღის ამბები