19 აპრილი 2024,   15:10
ვრცლად
ევროკავშირს დაუყოვნებლივ სჭირდება ერთიანი პოზიცია - ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი საქართველოს ოკუპაციაზე საუბრობს

ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსი „რუსთავი 2“-თან საქართველოს ოკუპაციასა და ევროკავშირის სამომავლო გეგმებზე საუბრობს. რებეკა ჰარმსი აღნიშნავს, რომ ევროკავშირს რუსეთის მიმართ დაუყოვნებლივ სჭირდება ერთიანი პოზიცია.

„ევროპაში შეწუხებული არიან, როგორც ჩვენ ვეძახით, გაყინული კონფლიქტების გაზრდით, ყირიმის ოკუპაცია ანექსიისა და დონბასში ანექსიის ჩათვლით. უკრაინის ვითარებაზე შეგვიძლია დავინახოთ, რომ იქ სიტუაცია არ ყოფილა გაყინული და ახლა უფრო დიდი რამ, რუსეთის ახალი გეოსტრატეგიული პოზიცია ვითარდება. ევროკავშირს დაუყოვნებლივ სჭირდება ერთიანი პოზიცია, რომ გაუმკლავდეს მას და შეიმუშაოს სტრატეგია რუსეთის მიმართ. ვიმედოვნებ, ვითარება საქართველოში არ გაუარესდება, დარწმუნებული ვარ, რუსეთის მიმართ სანქციები საჭირო იყო, ასევე ყირიმისა და დონბასის შემთხვევაში. ასევე, ვფიქრობ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას დიდი მნიშვნელობა აქვს და საუკეთესო პასუხი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არის დემოკრატიული რეფორმები და მდგრადი განვითარება ასოცირების ხელშეკრულების თანახმად და ევროკავშირიც უფრო მეტად უნდა ჩაერთოს ამ დემოკრატიის განვითარებაში,“ - აცხადებს რებეკა ჰარმსი.

დღის ამბები