25 აპრილი 2024,   10:56
ვრცლად
“დავივიწყოთ ვიწრო პარტიული ინტერესები, ჩვენ უნდა დავამარცხოთ "ქართული ოცნება" - გიორგი ვაშაძე

"ახალი საქართველოს" ახალი ინიციატივა - გიორგი ვაშაძე ოპოზიციურ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებში გაერთიანებისკენ და მერობის ერთიანი კანდიდატის წარდგენისკენ მოუწოდებს. ინიციატივის განსახილველად ახალი საქართველოს წარმომადგენლებმა დღეს არასაპარლამენტო ოპოზციის ნაწილი ღია შეხვედრაზე შეკრიბეს.

“დავივიწყოთ ვიწრო პარტიული ინტერესები, ჩვენ უნდა დავამარცხოთ "ქართული ოცნება". ჩვენ უნდა დავამარცხოთ საქართველოს ხელისუფლებაში არსებული არაფორმალური მმართველობა. მივმართავ ყველა მერობის კანდიდატს, მივმართავ ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას, გავერთიანდეთ. პრაიმერის გზით გადავწყვიტოთ ვინ უნდა იყოს მერობის კანდიდატი, ვინ უნდა იყოს საარჩევნო სიაში, ვინ უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი და ერთიანი ძალებით დავამარცხოთ "ქართული ოცნება,“ - განაცხადა პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

"საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარის პაატა დავითაიას თქმით, დაქსაქსული ოპოზიციის პირობებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.

“ჩვენ არ ვასახელებთ კანდიდატს ამ ეტაპზე და ვიძახით, რომ ჩვენც მზად ვართ დავასახელოთ, მაგრამ მოდით ერთად გავიაროთ ეს ყველაფერი და სხვადასხვა კანდიდატებმა, დაქსაქსულობა, რომ არ იყოს, დაქსაქსულობა ნიშნავს, რომ გაიმარჯვებს "ქართული ოცნება", ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ იყოს ერთიანი მიდგომა,“ - განაცხადა დავითაიამ.

დღის ამბები