16 აპრილი 2024,   11:12
ვრცლად
„ნუ გეშინიათ, დადექით პრაიმერში" - გიორგი ვაშაძე პარტიებს მიმართავს

საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებით, "ახალი საქართველოს" ლიდერი დასავლური ორიენტაციის პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს პრაიმერში მონაწილეობა მიიღონ. გიორგი ვაშაძე დღეს იმ პარტიების ვინაობას დაასახელებს, რომლებიც აქამდე ორაზროვან განცხადებებს აკეთებდნენ და არგუმენტების გარეშე უარს ამბობდნენ გაერთიანებაზე.

"ახალი საქართველოს" ლიდერი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის კანდიდატის დამარცხება შეუძლებელი იქნება, თუ არ მოხდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთ კანდიდატზე შეთანხმება.

„ჩვენ დავასახელებთ იმ პარტიების სიას, ვისაც მივმართავთ და მოვუწოდებთ, რომ ნუ გეშინიათ, დადექით პრაიმერში. ეს პარტიები სრულიად ზედაპირულ განცხადებებს აკეთებენ, ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულს. ჩვენ ვუგზავნით არგუმენტირებულ წერილებს და მათგან ვითხოვთ არგუმენტირებულ პასუხს - რატომ არა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები