25 აპრილი 2024,   04:34
ვრცლად
ბრძოლა არჩევნებში უნდა იყოს გამარჯვებისთვის და არა მეორე ტურისთვის, რაც უკვე კაპიტულაციაა - გიორგი ვაშაძე

„ვფიქრობთ, რომ ბრძოლა არჩევნებში უნდა იყოს გამარჯვებისთვის და არა მეორე ტურისთვის, რაც უკვე კაპიტულაციაა,“ - ეს განცხადება პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთა, სადაც ყველა ოპოზიციურ და პროდასავლურ პარტიას კიდევ ერთხელ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

მისი აზრით, პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებზე ერთად უნდა იბრძოლონ და გათვლა მეორე ტურზე არავის არ უნდა ჰქონდეს.

მან ოპოზიციურ პარტიებს სპეციალური წერილიც უნდა გაუგზავნოს, რომელშიც გაერთიანებისთვის აუცილებელი არგუმენტებია მოცემული. წერილის ადრესატები არიან: „თავისუფალი დემოკრატები“, „საქართველოს რესპუბლიკურ პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „შენების მოძრაობა“ და თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი.

გიორგი ვაშაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან კონკრეტულ პასუხებს ითხოვს.

„კომუნისტური პარტიის" სისტემის მოდელი უნდა ერთხელ და სამუდამოდა საქართველოში დამარცხდეს და ამის გზა არის პრაიმერი. ნუ იბრძვით დამარცხებისთვის,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, ნიკოლოზ ვაშაკიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის დანაწევრება ხელისუფლებას აწყობს.

„ყველა ანტიდემოკრატიული რეჟიმი, მათ შორის, დღევანდელი, მთავარ გათვლას ძალაუფლების შენარჩუნების მიმართულებით აკეთებს, დაქსაქსულობაზე და ერთადერთი სწორი გზა, რომ ქვეყანა ნორმალური გზით წავიდეს, ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება, სადაც სხვადასხვა ძალა ისწავლის ერთმანეთთან თანამშრომლობას და გამარჯვების გარშემო გაერთიანებას,“ - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

 

დღის ამბები