25 აპრილი 2024,   20:10
ვრცლად
პუტინის ყველა ნების ყველა შემსრულებელს მოუხდება ძალიან მალე პასუხისმგებლობა - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ პოლონეთში გაგზავნილ მიმართვას ეხმაურება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა ურეკში პეტრო პოროშენკოსა და ბიძინა ივანიშვილის ფარულ შეხვედრაზე გადაწყდა და ამით მათ ვლადიმერ პუტინის დავალება შეასრულეს.

"რა თქმა უნდა, ვემზადები უკრაინაში დასაბრუნებლად, სასამართლოში ჩემი საქმის დასაცავად, იმიტომ რომ 100 პროცენტიანი მოგებული საქმეა და უკრაინაში აქტიური პოლიტიკური ბრძოლის გასაგრძელებლად. მე მყავს მილიონობით მომხრეები, უკრაინაში მრავალი მილიონი მომხრე, მე მაქვს რწმენა ჩვენს ძალებში, ჩვენი აქტივის ძალებში და დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. ოლიგარქების გარიგება - ივანიშვილი და პოროშენკო გარიგდნენ, ურეკში და ეს ყველაფერი აკურთხა პუტინმა. თუ საქართველოს ე.წ. პროკურატურამ რამე გაუგზავნა ვინმეს, ეს უკვე სასაცილოდ აღარავის აღარ ყოფნის არსად. ეს არის პირდაპირი პუტინის დავალება, პუტინი არც მალავს, რომ ეს არის მისი დავალება. ესენი არიან პუტინის ნების სამარცხვინო შემსრულებლები," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

სააკაშვილის თქმით სამწუხაროა, რომ აგვისტოს ომის წლისთავზე საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის ლიდერის ნებას მიყვება.

"როდესაც, დღეს გვაქვს რუსეთის შემოჭრის და რუსეთის თავდასხმის წლისთავი, აგრძელებენ მონურად პუტინის ნების შესრულებას, პუტინისთვის ეს არის საკითხი, იმიტომ, რომ პუტინი პასუხობს იმაზე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება დავიცავი. პუტინის ყველა ნების ყველა შემსრულებელს მოუხდება ძალიან მალე პასუხისმგებლობა და მათ ნამდვილად არცერთი ქვეყანა არ შეიფარებს. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული და თუ პოლონელებს რამე კიდეც გაუგზავნეს, ჯერ ერთი ისინი იძახიან, რომ არაფერი მიუღიათ, რომც მიიღონ, დარწმუნებული ვარ, პასუხსაც საკადრისს გასცემენ, არა მხოლოდ პოლონეთში, ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანაში. ის, რომ ორი ოლიგარქი გარიგდა, ფულის გამო და პუტინის შიშის და რიდის გამო, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბრძოლას შევწყვეტთ ან ვინმე მათ კაპრიზებს დააკმაყოფილებს," - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი. 

 

დღის ამბები