20 აპრილი 2024,   09:25
ვრცლად
მოგვანიჭონ ნომერი 7 - გიორგი ვაშაძე "ევროპულ საქართველოსა" და მმართველ გუნდს შორის გარიგებაზე საუბრობს

„პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს“ წევრები, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდნენ. გიორგი ვაშაძემ, საარჩევნო ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით, ცესკოს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დაწყებამდე, ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, წინასაარჩევნო პროცესში, ყოველგვარი ნორმების დარღვევით, შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ნომერი „ევროპულ საქართველოს“ მიენიჭა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, კანონში ცვლილების შეტანა მოხდა საეჭვო გარემოებაში.

მისი თქმით, სწორედ აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, „ევროპულ საქართველოს“ მიენიჭა ნომერი 2, რითაც პოლიტიკური სუბიექტები აღმოჩნდნენ არათანაბარ პირობებში. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყოველივე ეს ქმედება ბადებს გარკვეულ ეჭვებს. აქედან გამომდინარე, „ახალი საქართველო“ მოითხოვს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება და მიანიჭოს პარტია „ახალ საქართველოს“ საარჩევნო ნომერი - 7.

„პარლამენტმა, სრულიად უკანონო, ფაქტობრივად, ნომერი აჩუქა „ევროპულ საქართველოს“. აღმოჩნდა, რომ მიიღეს კანონი, რომელითაც მხოლოდ ერთ პარტიას აჩუქეს ეს ნომერი. თუ ეს არ არის გარიგება ოპოზიციურ და სახელისუფლებო ძალებს შორის, მაშინ ჩვენც დაუყოვნებლივ გვინდა, რომ მოგვანიჭონ ნომერი 7,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები