24 აპრილი 2024,   14:29
ვრცლად
თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე ლილოს დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა

„ერთობა-ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი ლილოს დასახლებაში, ავტოფარეხებში შესახლებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდა. გიორგი ვაშაძე და პარტიის წევრები, ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ.

19 ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მათ ელექტროენერგიისა და გაზიფიცირების პრობლემა აწუხებთ. მიხეილ ღლონტის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახების ძირითადი შემოსავალი, სოციალური დახმარებაა, რომელიც, მათივე განცხადებით, საარსებოდ არ არის საკმარისი.

ადგილობრივების თქმით, უმეტესობას სოციალური დახმარება მოუხსნეს და ოჯახები ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დატოვეს. ლილოს დასახლებაში მცხოვრებლებმა, ჯანდაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს. მათი თქმით, ვერ ახერხებენ გადაუდებელი გამოკვლევების ჩატარებასა და მედიკამენტების შეძენას.

ადგილობრივებმა "ახალი საქართველოს" წარმომადგენლებს, თხოვნით მიმართეს, გაუწიონ შუამდგომლობა გამგეობასთან, რათა დროულად მოხდეს მათი პრობლემების მოგვარება.

 

დღის ამბები