20 აპრილი 2024,   13:18
ვრცლად
ტერაქტი კანადაში - თავდასხმა ცივი იარაღისა და მანქანის გამოყენებით მოხდა

ტერაქტი კანადაში - თავდასხმა ცივი იარაღისა და მანქანის გამოყენებით ალბერტას შტატის ქალაქ ედმონტონში მოხდა. მამაკაცი, რომელიც თეთრი ფერის შევროლეს მართავდა, ფეხბურთის მატჩის დროს სტადიონთან პოლიციელს ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გაქცევისას ეჭვმიტანილმა ქუჩიდან სატვირთო ავტომობილი გაიტაცა და ოთხ გამვლელს გადაუარა.

დაჭრილი პოლიციელი და გამვლელები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ეჭვმიტანილი პოლიციამ რამდენიმე საათიანი დევნის შედეგად დააკავა. ის 30 წლის მამაკაცი აღმოჩნდა, გამოძიება მის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ მის კუთვნილ მანქანაში ძალოვანებმა ისლამური სახელმწიფოს დროშა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. 

დღის ამბები