19 აპრილი 2024,   09:24
ვრცლად
გერმანიაში ქვეყნის გაერთიანების 27-ე წლისთავს აღნიშნავენ

გერმანიაში ქვეყნის გაერთიანების 27-ე წლისთავს აღნიშნავენ. ოფიციალური ცერემონია ქალაქ მაინცში გაიმართა და მას ანგელა მერკელი პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაესწრნენ.

დაგეგმილია უამრავი საზეიმო ღონისძიება დევიზით - "ერთად ჩვენ ვართ გერმანია", რომელშიც 500 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ქალაქ მაინცის ქუჩებში 4 ათას 300 პოლიციელია მობილიზებული. აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გაერთიანების პროცესი 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედლის დანგრევით დაიწყო და ოფიციალურად 1990 წლის 3 ოქტომბერს დასრულდა.

დღის ამბები