20 აპრილი 2024,   14:42
ვრცლად
არაფერი გვაქვს დასამალი, ჩვენ არ გვეშინია - მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები პროკურატურას მიმართვენ

ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე ადვოკატებმა მოინახულეს. დეკანოზის დაცვის მხარემ განმარტება ე.წ. ციანიდის საქმის მედიაში გასაჯაროების გამო, პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებაზეც გააკეთა.

ადვოკატების თქმით, მამა გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლოს დახურვის მიზანი იყო, რომ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საზოგადოებას სრულყოფილი და სრულფასოვანი ინფორმაცია არ მიეღო.

„პროკურატურის ინტერესია, რომ მტკიცებულებები დამახინჯებული ფორმით იყოს გამოქვეყნებული და საზოგადოებას სრული ინფორმაცია არ ჰქონდეს, ეს ახალი არ არის. პროკურატურას აქვს სურვილი, რომ ამით დაცვის მხარეზე ზეწოლა მოახდინოს,“ - განაცხადა ადვოკატმა, პაატა მეხრიშვილმა.

ადვოკატების პოზიციაა, რომ 2017 წლის 8 მარტს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე დაიწყოს გამოძიება. დაცვის მხარის შეფასებით, მთავარი საგამოძიებო უწყების მიერ გასაჯაროებული მასალები კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო.

„ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. ჩვენ მიერ არავითარი სისხლის სამართლის დანაშაული არ ყოფილა ჩადენილი. ჩვენ არ გვეშინია,“ - განაცხადა ადვოკატმა, მაია ზოიძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები