ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა პროკურატურის შენობა დატოვა. მიხეილ რამიშვილმა დაკითხვა მოსამართლის თანდასწრებთ მოითხოვა.
პროკურატურამ გამოძიება „შაბათის კურიერში" გასული იმ რეპორტაჟის შემდეგ დაიწყო, რომელიც პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის სასამართლო ჩვენებას ეხებოდა.
უწყებამ ე.წ. ციანიდის საქმის მასალების მედიასაშუალებებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით მიმდინარეობს.