25 აპრილი 2024,   05:26
ვრცლად
თუშეთში, თოვლში ჩარჩენილი ტურისტების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება

დიდთოვლობა თუშეთში. ძლიერი თოვლის გამო, გზაზე ზვავი ჩამოწვა. თოვლში ჩარჩენილი ერთი-ერთი ადგილობრივის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„გუშინ დილიდან გადაუღებლად თოვს. სადღაც 40 სანტიმეტრამდე თოვლია. ვისთანაც ხმა მიმიწვდებოდა, ყველას ვაფრთხილებდი ნუ წახვალთ მეთქი, ეტყობა ესენი მაინც წავიდნენ, უკნიდან გამოვიდა პატარა ზვავი ხევებში და დარჩნენ,“ - აცხადებს თუშეთის გამგებელი ლადო კახოიძე. 

ზვავის გამო პრობლემები შეექმნათ ტურისტებს, რომლებიც თუშედინ უკან დაბრუნას ვერ ახერხებენ. ერთ-ერთი მთგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას ფარული სისხლდენა აქვს და დაუყოვნებლივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა სჭირდება.

"სამუშაოები საერთოდ არ ტარდება, ვარ თუშეთის გზაზე უღელტეხილის აქეთა მხარეს. გაჩერებული ვარ იმიტომ, რომ ჩემს წინ დაახლოებით 10 მეტრში ზვავია ჩამოსული და უკან 2 მეტრში ზვავია. ველოდები სამაშველოს, რომ იქნებ ან ტრაქტორი გამოვიდეს, რომ გაწმინდოს გზა. 5 საათია, რაც ჩაკეტილი ვარ," - ყვება "კურიერთან" საუბარში გიდი ლევან სულაკაური.  

ზვავი თუშეთში, შაველი-აბანო-ომალოს გზაზე დღეს დილით ჩამოწვა. 

დღის ამბები