19 აპრილი 2024,   12:34
ვრცლად
უკრაინელმა ნაციონალისტებმა რადასთან საპროტესტო აქცია გამართეს

უკრაინელი ნაციონალისტები დონბასის რეინტეგრაციის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს აპროტესტებენ. მათ უმაღლეს რადასთან აქცია გამართეს და "მაშხალები" დაწვეს. მიტინგი პარტია "თავისუფლებისა" და "მემარჯვენე სექტორის" მიერ იყო ორგანიზებული.

დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ უკრაინამ საერთოდ უარი უნდა თქვას მინსკის შეთანხმების შესრულებაზე.

ქვეყნის პრეზიდენტმა კანონპროექტი რადაში გუშინ შეიტანა. დოკუმენტში რუსეთი აგრესორ სახელმწიფოდაა მოხსენიებული და აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მდგომარეობის შემოღების შესაძლებლობის გარდა, პრეზიდენტისთვის არმიის გამოყენების უფლების მინიჭებასაც ითვალისწინებს.

 

 

 

დღის ამბები