24 აპრილი 2024,   02:27
ვრცლად
მასობრივი მკვლელობა ლას ვეგასში - პოლიცია თავდამსხმელის შესაძლო თანამზრახველს ეძებს

ლას ვეგასის პოლიცია თავდამსხმელის შესაძლო თანამზრახველს ეძებს. გამოძიების ინფორმაციით, სტეფან პედოკი მასობრივ მკვლელობას თითქმის ერთი წლის განმავლობაში დეტალურად გეგმავდა. მან სწორედ ამ პერიოდში შეიძინა დიდი რაოდენობით იარაღი და ამუნიცია.

ამ ფონზე არ არის გამორიცხული, რომ პედოკს თავდასხმის მოწყობაში დამხმარეც ჰყოლოდა. ასევე ცნობილი ხდება, რომ თავდამსხმელი მასობრივი მკვლელობის მოწყობის შემდეგ გაქცევასაც აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პოლიციამ მის ადგილსამყოფელს მიაკვლია, თავი მოიკლა. ამ დრომდე უცნობია თავდასხმის მოტივი.

თავდასხმას, რომელსაც 58 ადამიანი ემსხვერპლა და 500-ზე მეტი დაშავდა, ტერაქტის კვალიფიკაცია არ მინიჭებია. გამოძიებამ შესაბამისი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა. მოტივის დასადგენად ასზე მეტმა სპეციალისტმა პედოკის ცხოვრების დეტალები შეისწავლა.

გამოძიებამ თავდამსხმელის მეგობარი ქალიც დაკითხა, თუმცა როგორც ირკვევა, მან მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა და პედოკი მშვიდ პიროვნებად დაახასიათა.

ამავე თემაზე
დღის ამბები